Belive

"ამ ბრძოლამ ბევრი მასწავლა, ახლა ჩემი ოპონენტებით ვერთობი" - მერაბ დვალიშვილი

6 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილი უკვე 10 ბრძოლაა არ დამარცხებულა. ქართველ მანქანას მოქმედ მებრძოლებს შორის UFC-ში მე-3 ყველაზე გრძელი მოგების სერია აქვს.

ბოლოს დვალიშვილმა 2018 წელს რიკი სიმონთან წააგო. აღსანიშნავია, რომ ეს ჩხუბი მერაბის დიდი უპირატესობით მიდიოდა, თუმცა, ერთმა შეცდომამ ყველაფერი შეცვალა.

ჩემს მეორე ბრძოლაში ძალიან ძლიერ ბიჭს - რიკი სიმონს შევხვდი. ის ყველა ასპექტში კარგი იყო. მე მის დაფინიშებას ვცდილობდი, ვურტყამდი, წნეხში მყავდა, მიწაზეც გადამყავდა, საბმიშენიც ვცადე მაგრამ, არაფერი გამოდიოდა. რაც ყველაზე მთავარია ბრძოლას ვიგებდი. ერთი წუთი იყო დარჩენილი, როცა თეიქდაუნი შევასრულე, მინდოდა ასე დამეფინიშებინა. ძირს დანარცხებისას, ოქტაგონს თავი დავარტყი.

საკუთარი თავი დავანოკაუტე. ამ დროს რიკიმ კისერზე ძლიერი ჩავლება აიღო და ჩემს დახრჩობას ცდილობდა. არ დავნებდი, არც გავთიშულვარ, ბრძოლას კვლავ ვაგრძელებდი მაგრამ, რატომღაც მსაჯმა გადაწყვიტა რომ გათიშული ვიყავი. ჩემს მოწინააღმდეგეს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მისცეს. მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ მეტოქეები მიწაზე გადავიყვანო და ამით გავერთო. ფინიშს არ გამოვეკიდები და გარისკვას აღარ ვაპირებ. ამის შემდეგ, უფრო ჭკვიანი მებრძოლი გავხდი. ადრე მეტად ველური ვიყავი. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

აშკარაა, რომ მერაბის მიღებული გადაწყვეტილება ამართლებს. მიუხედავად იმისა, რომ "მანქანას" საბრძოლო სტილს უწუნებენ, ამ ტაქტიკით ქართველმა საჩემპიონო ბრძოლა მიიღო. სულ მალე დვალიშვილი მეორე ქართველი იქნება ვინც UFC-ის ტიტულისთვის იბრძოლებს. დვალიშვილის მოწინააღმდეგე სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო'მალი იქნება. ბრძოლა ოფიციალურად ჩანიშნულა, თუმცა, დიდი ალბათობით სექტემბერში Sphere-ში გაიმართება.

სხვა სტატიები