Belive

"ამ ბავშვს კარგ გაკვეთილს ჩავუტარებ" - ვოლკანოვსკი ილია თოფურიაზე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ალექს ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა. ავსტრალიელის თქმით, ის ბევრ ადამიანს გააჩუმებს.

თოფურია პირველი ქართველი იქნება, რომელიც UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. ილია ამ საღამოსთვის დიდი მონდომებით ემზადება და ამბობს, რომ ალექსს პირველ რაუნდში გათიშავს. ამას ვოლკანოვსკიმაც უპასუხა და განაცხადა, რომ ის ზედმეტად თავდაჯერებულია.

ეს ბიჭი ფიქრობს, რომ კაცია. ეს ძალიან სასაცილოა. მე ყოველთვის მინდოდა, რომ სხვების პატივისცემა დამემსახურებინა და იქამდე მივსულიყავი, სადაც ახლა ვარ. ეს ბიჭი იღებს იმას, რაც უნდა, ზოგჯერ ზედმეტსაც. ის ფიქრობს, რომ კაცია. ყველაზე კარგი ის არის, რომ ამ ბავშვს კარგ გაკვეთილს ჩავუტარებ, მზად ვარ გავიდე ოქტაგონზე და უფრო თავმდაბალი გავხადო. რეალობას დავანახებ და მაშინ შეუძლია დაბრუნდეს, როცა ჩემი დრო დასრულდება.

26 წელი შესანიშნავი ასაკია. მას პატარა თავმდაბლობის გაკვეთილები სჭირდება. ოქტაგონზე მის შესარცხვენად გამოვალ. ის საკმარისად ახალგაზრდაა იმისთვის, რომ შემდეგ ხმაურიანად დაბრუნდეს. მომავალი რამდენიმე თვე მასწავლებლის როლის მორგება მომიწევს. - განაცხადა ვოლკანოვსკიმ ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას

შეგახსენებთ, რომ დაუმარცხებელი "მატადორისა" და მოქმედი ჩემპიონის ორთაბრძოლა 17 თებერვალს, UFC 298-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები