უმარ ნურმაგომედოვი: "მერაბი ჩემს დამარცხებას ვერასდროს შეძლებს"
5 საათის წინ
სხვა
1 წთ
2025 წელს პირველ ქართულ ბრძოლას UFC-ში მერაბ დვალიშვილი გამართავს. "მანქანას" დაუმარცხებელი დაღესტნელი უმარ ნურმაგომედოვი დაუპირისპირდება. ამ ორს შორის პატარა დაპირისპირებაც არსებობს და ამას სოციალურ ქსელში არც მალავენ. გარდა სოციალური ქსელისა, პირადად შეხვედრისას მათ შორის სიტუაცია ოდნავ დაიძაბა.
ნურმაგომედოვი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და ამბობს, რომ მერაბს მასთან შანსი არ აქვს.
მე უბრალოდ ქამრის აღება მინდა და თუ მერაბი ჩემს მიმართ ცუდად არის განწყობილი, რაღაც უნდა გააკეთოს. გალიაში ყველა კითხვას პასუხს გავცემ და ვნახოთ ამის შემდეგ რას მოიმოქმედებს.
როცა ჩემი მხრიდან მისი ქვეყნის შეურაცხყოფაზე საუბრობს მინდა, რომ მტკიცებულებები მაჩვენოს. მისი მხრიდან უბრალო საუბარი არ მჭირდება. როცა რაღაცაზე საუბრობ, ეს უნდა დაამტკიცო.
ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს მაგრამ, ერთადერთი რაც არასდროს მოხდება ჩემი მარცხია. მერაბი ჩემს დამარცხებას ვერასდროს შეძლებს. მას ჩემთან გასამარჯვებლად საკმარისი უნარები არ აქვს. - განაცხადა უმარმა MMA Junkie-სთან საუბრისას
შეგახსენებთ, რომ მერაბი ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს. ბრძოლა აშშ-ში 18 იანვარსაა ჩანიშნული და თბილისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას დაიწყება.