ალექსანდრე წივწივაძემ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 500მ დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის Facebook გვერდზე განთავსდა.
შეგახსენებთ, ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე კიდევ ერთმა ქართველმა - მარიამ ქერდიკაშვილმა 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
წყარო:საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაცია