ნადირაძე, ყაველაშვილი და ქერდიკაშვილი ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებენ
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მე-3 ევროპულ თამაშებზე, ქართველი ნიჩბოსნები წარმატებით ასპარეზობენ.
ზაზა ნადირაძემ, ბადრი ყაველაშვილმა და მარიამ ქერდიკაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახეს, რის შემდეგაც ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ 200-მეტრიან დისტანციაზე, ზაზა ნადირაძემ საუკეთესო დრო (39.66) დააფიქსირა და კვალიფიკაცია პირველ ადგილზე დაასრულა. ყაველაშვილმა 1/2-ფინალში 35,839 წამი დააფიქსირა და მეორე ადგილი დაიკავა. მარიამ ქერდიკაშვილს კი 200-მეტრიანი დისტანციის დასაფარად 48,758 წამი დასჭირდა.