"ეს რომ მცოდნოდა საბრძოლო გეგმას შევცვლიდი" - უმარის მწვრთნელი
მერაბ დვალიშვილთან წაგებული ჩხუბის შემდეგ, უმარმა განაცხადა რომ პირველ რაუნდში ხელი მოიტეხა. ამის ამსახველი ფოტო მისმა მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა სოციალურ ქსელში ატვირთა. უმარის მწვრთნელი ხავიერ მენდესი ამბობს, რომ ამ ტრავმის შესახებ მან არაფერი იცოდა. როგორც ის ამბობს, ეს რომ სცოდნოდა საბრძოლო გეგმას შეცვლიდა.
უმარს მოტეხილობის შესახებ რომ ერთქვა, საბრძოლო გეგმას შევცვლიდი. უმარმა ამის შესახებ არაფერი გვითხრა. ეს იმაზე მეტყველებს თუ როგორი მებრძოლია. მის ადგილზე უფრო მეტ ფეხის დარტყმას გამოვიყენებდი. - განაცხადა ხავიერ მენდესმა
Javier Mendez reveals that Umar Nurmagomedov didn't tell his corner that his hand was broken during the fight against Merab:
— Championship Rounds (@ChampRDS) January 21, 2025
"If [Umar] told me he broke his hand, I would have changed the game plan... I would have had him kick more."
(via. @SubmissionRadio) #UFC #MMA pic.twitter.com/yAZzz0YmN0
შეგახსენებთ, რომ UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მერაბი პირველია, ვინც უმარ ნურმაგომედოვის დამარცხება შეძლო. გარდა ამისა, "მანქანა" პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ში "ახალგაზრდა არწივის" მიწაზე გადაყვანა შეძლო. საჩემპიონო ჩხუბში დვალიშვილმა რეკორდის დამყარებაც შეძლო. UFC-ის ისტორიაში მან ყველაზე მეტი - 92 გდება შეასრულა და ამით ლეგენდარულ ჯორჯ სენ-პიერს გადაუსწრო.