Belive

ვოლკანოვსკის თოფურიასთან დაპირისპირება მომავალ საჩემპიონო ბრძოლაზე სურს

10 თვის წინ სხვა
2 წთ

ილია თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელია, გასულ კვირას ჯოშ ემეტი 5 რაუნდიან ბრძოლაში დიდი უპირატესობით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. ემეტთან გამარჯვებით, ილიამ ქვემსუბუქ წონაში დაწინაურდა და ახლა ის მე-5 პოზიციას იკავებს. ქართველი იმდენად დომინანტი იყო, რომ ანგარიში 50-42 დაფიქსირდა.

გულშემატკივარი მაშინვე ალაპარაკდა იმაზე, რომ თოფურიამ საჩემპიონო ბრძოლა უნდა მიიღოს. თუმცა, ჯერ ჩემპიონ ვოლკანოვსკის იაირ როდრიგესთან მოუწევს ოქტაგონის გაზიარება. აღნიშნული დაპირისპირება 8 ივლისს არის ჩანიშნული.

ბევრი გულშემატკივარი იმ აზრზეა, რომ "მატადორს" საკმარისი არ გაუკეთებია იმისათვის, რომ საჩემპიონო ბრძოლა მიიღოს. ამასთან დაკავშირებით აზრი ვოლკანოვსკისაც ჰკითხეს. ავსრტრალიელი ამჟამად როდრიგესთან ბრძოლაზე არის ორიენტირებული და იმედოვნებს, რომ UFC თოფურიას მომავალი საჩემპიონო ბრძოლისთვის შეუნახავს.

"სიმართლე გითხრათ, ზედმეტის თქმას არ ვაპირებ. ვფიქრობ, ის კარგი მებრძოლია. რაც უფრო მეტს ვილაპარაკებ, ჩვენი ჩხუბი უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევს. ვფიქრობ, ის შესანიშნავია. ილიას სახელს ბევრი სხვა მებრძოლების გვერდზე მოიხსენიებს. მე ეს არ მჭირდება. მომიყვანეთ მხოლოდ ჩემპიონობის კანდიდატები. ჯერ მხოლოდ იაირზე ვარ ორიენტირებული. ამ ბიჭს ილიაზე დიდ საფრთხედ მივიჩნევ.” - განაცხადა ვოლკანოვსკიმ DC & RC-სთან საუბრისას.

აშკარაა, რომ თოფურიამ ემეტის დამარცხებით საჩემპიონო ბრძოლაზე დიდი განაცხადი გააკეთა. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, “მატადორს” სამი სავარაუდო მეტოქე ეყოლება: ბრაიან ორტეგა, მაქს ჰოლოუეი და როდრიგესი-ვოლკანვსკის წყვილიდან ერთ-ერთი.

სხვა სტატიები