ალენთან ბრძოლაში ფანები ჭიკაძეს აუთსაიდერად თვლიან
28 ივლისს UFC-ის ოქტაგონზე ქართველ მებრძოლს ვიხილავთ. ინგლისში გასამართ UFC 304-ზე გიგა ჭიკაძე ადგილობრივ არნოლდ ალენს შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება ორივე სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მარცხი ნებისმიერი მებრძოლისთვის კარგი პოზიციის დაკარგვას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გიგა ამ ბრძოლაში აუთსაიდერად მიიჩნევა. გამოკითხულთა 93% თვლის, რომ ჭიკაძე დამარცხდება. ამ ყველაფერს "ნინძა" შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა.
მე სამყაროს წინააღმდეგ - წერს გიგა საკუთარ სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა გიგამ ალექს კასერესის წინააღმდეგ ჩაატარა. "ნინძამ" სამრაუნდიან დაპირისპირებაში მისი მოწინააღმდეგე ქულებით დაამარცხა თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, გამარჯვებით დაბრუნდა.
რაც შეეხება ალენს, ინგლისელმა მებრძოლმა ბოლო ორი ბრძოლა წააგო. არნოლდი ევლოევთანაც და ჰოლოუეისთანაც ქულებით დამარცხდა. ჭიკაძესთან გამარჯვება ალენს ჰაერივით სჭირდება.
იმ შემთხვევაში თუ გიგა ამ ბრძოლას მოიგებს, რეიტინგში მე-6 პოზიციაზე გადავა და სატიტულო ბრძოლაშიც ჩაერთვება.