Belive

"ალენისა და ჭიკაძის ჩხუბი ძალიან სახალისო იქნება" - მაქს ჰოლოუეი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

28 ივლისს UFC-ის ოქტაგონზე ქართველ მებრძოლს ვიხილავთ. ინგლისში გასამართ UFC 304-ზე გიგა ჭიკაძე ადგილობრივ არნოლდ ალენს შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება ორივე სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მარცხი ნებისმიერი მებრძოლისთვის კარგი პოზიციის დაკარგვას ნიშნავს.

ტრადიციულად, მოახლოვებულ ბრძოლებთან დაკავშირებით პროგნოზები გააკეთეს სხვა სპორტსმენებმაც. მაქს ჰოლოუეიმ გიგასა და ალენის ჩხუბის შესახებ საკუთარ YouTube არხზე ისაუბრა.

ყოფილი მოწინააღმდეგე გიგას წინააღმდეგ. გიგა საკუთარი GIGA KICK-ით არის ცნობილი, ძალიან ლამაზი დარტყმაა. ასევე ხელებით ბრძოლაც კარგად შეუძლია. ალენისა და ჭიკაძის ჩხუბი ძალიან ძალიან სახალისო იქნება. მათ შეუძლიათ ერთმანეთს დიდი ზიანი მიაყენონ და ასევე ძლიერი დარტყმები მიიღონ. ვიცით, რომ გიგა და არნოლდი ბრძოლას ნელ ტემპში იწყებენ. ჩემი აზრით, ამ ბრძოლას ის მოიგებს, ვინც თავიდანვე ჩხუბს დაიწყებს. სახალისო იქნება. სავარაუდოდ ბრძოლა დგომში იქნება და თუ მიწაზე გადავა, იქ ალენს დიდი უპირატესობა ექნება. ჩემი აზრით, ხელს ალენი აწევს. ვფიქრობ, ეს ბრძოლა საღამოს საუკეთესოს ტიტულს დაიმსახურებს. - განაცხადა მაქსმა

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა გიგამ ალექს კასერესის წინააღმდეგ ჩაატარა. "ნინძამ" სამრაუნდიან დაპირისპირებაში მისი მოწინააღმდეგე ქულებით დაამარცხა თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, გამარჯვებით დაბრუნდა.

რაც შეეხება ალენს, ინგლისელმა მებრძოლმა ბოლო ორი ბრძოლა წააგო. არნოლდი ევლოევთანაც და ჰოლოუეისთანაც ქულებით დამარცხდა. ჭიკაძესთან გამარჯვება ალენს ჰაერივით სჭირდება.

იმ შემთხვევაში თუ გიგა ამ ბრძოლას მოიგებს, რეიტინგში მე-6 პოზიციაზე გადავა და სატიტულო ბრძოლაშიც ჩაერთვება.

ჭიკაძის ბრძოლა გამთენიისას 06:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები