Belive

"ახლა ისეთ პოზიციაში ვარ ო'მალის ან დვალიშვილს უნდა ვიწვევდე" - ქილენ ლაქრინი

8 თვის წინ სხვა
1 წთ

ირლანდიელმა მებრძოლა ქილენ ლაქრინმა UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა და მომავალი მეტოქეც უკვე შეარჩია.

ქილენი საკმაოდ კარგი მებრძოლია. მან Cage Warriors-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაც შეძლო. UFC-ში გადმოსვლის შემდეგ, ირლანდიელმა ორი ბრძოლა ჩაატარა და დებიუტში, გასულ სექტემბერს, ტეილორ ლაპილუსთან დამარცხდა. რაის მაქკისთან გამარჯვებით ქილენმა კარიერაში მე-9 მოგება ჩაიწერა. გამარჯვების შემდეგ, ლაქრინმა 19 წლის რაულ როსასი გამოიწვია, თუმცა, თვლის, რომ ო'მალისთან და დვალიშვილთან დაპირისპირებასაც იმსახურებს.

მოდი ჩავნიშნოთ ეს ბრძოლა, ჩვენ მსგავსი რეკორდი გვაქვს. შეგვიძლია მანჩესტერში შევხვდეთ ან კონორისა და ჩენდლერის ქარდზე ვიბრძოლოთ ან თუნდაც Sphere-ში მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს. მზად ვარ 15-მა მილიონმა მექსიკელმა დამისტვინოს. ჩვენ მსგავსი რეკორდი გვაქვს, ახლა ისეთ პოზიციაში ვარ ო'მალის ან დვალიშვილს უნდა ვიწვევდე. თავს ოდნავ ცუდად ვგრძნობ, როცა 19 წლის ბიჭთან ჩხუბს ვითხოვ მაგრამ, ამას აზრი აქვს. - განაცხადა ირლანდიელმა მებრძოლმა.

რაულ როსასს UFC-ში სამი ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ორი მოიგო. ერთადერთი მარცხი კრისტიან როდრიგესთან განიცადა, რომელმაც მას შემდეგ კიდევ ორი გამარჯვება მოიპოვა. რაულ როსასი საკმაოდ კარგი მებრძოლია და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

სხვა სტატიები