Belive

კონორ მაკგრეგორი: "გილოცავ ჩემი ძველი ტიტულების მოგებას, ილია"

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია მხოლოდ მე-10 მებრძოლია UFC-ში, რომელმაც ორი წონის ქამრის მოგება შეძლო. ასეთი რამ კონორ მაკგრეგორსაც აქვს გაკეთებული, ილიას ტრიუმფის შემდეგ კი, ირლანდიელმა, ქართველს მიულოცა და პატივისცემა გამოხატა.

გილოცავ ჩემი ძველი ტიტულების მოგებას, ილია. მან თქვა, რომ 'ბურთებს' პიმბლეტის თავზეც დაალაგებს და ეს სამართლიანია. კარგია, რომ ის ოქტაგონიდან მოიშორა.

UFC დაბრუნდა? თუ კიდევ აკლია რამე? ზედიზედ 3 ნოკაუტი ძალიან მაგარი რამეა, მოწინააღმდეგის გათიშვა კითხვებს არ ტოვებს.

მე მომწონს (ვარდი) ილია.

ჩარლზს კი არ გაუმართლა - შენ UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი ხარ, დაისვენე. - წერს მაკგრეგორი X-ზე

ილია თოფურიამ ქვე-მსუბუქ წონით კატეგორიაში ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ დივიზიონში ასვლის შემდეგ, პირველივე ბრძოლა სატიტულო მიიღო. ამ დივიზიონში მისი მიზანი ისლამ მახაჩევი იყო, რომელიც ასევვე ზედა წონაში ავიდა. ოლივეირას შემდეგ, ამ წონაში არის რამდენიმე კონტენდერი, რომელსაც ილიასთან შეხვედრას უწინასწარმეტყველებენ (ცარუკიანი, გეიჯი, პიმბლეტი...)

სხვა სტატიები