Belive

"ამ ბრძოლაში ილიას 100%-ით მხარს ვუჭერ" - დრიკუს დუ პლესისი

11 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია პირველი ქართველი იქნება, რომელიც UFC-ში სატიტულო ორთაბრძოლას ჩაატარებს. თოფურიას მოწინააღმდეგე ავსტრალიელი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება ინტერესს არამარტო MMA-ს გულშემატკივარში, არამედ თავად სპორტსმენებშიც იწვევს. სწორედ ამ ორთაბრძოლაზე ისაუბრა UFC-ის საშუალო წონის მებრძოლმა დრიკუს დუ პლესისმა.

მე ვოლკანოვსკის დიდი გულშემატკივარი ვარ. ის საოცარი მებრძოლია. მას ბრძოლა ჩემი კარგი მეგობრის - ილია თოფურიას წინააღმდეგ ელის. ჩვენ დებიუტი ერთ საღამოს გვქონდა და ტიტულისკენ ერთი ტრაექტორია გვქონდა. ასე რომ, ამ ბრძოლაში ილიას 100%-ით მხარს ვუჭერ. - განაცხადა დრიკუსმა

აქვე იმასაც გეტყვით, რომ თოფურიასა და ვოლკანოვსკის ორთაბრძოლა 2024 წლის თებერვალში არის ჩანიშნული. სხვადასხვა გამოცემები იუწყებიან, რომ მათი დაპირისპირება ესპანეთში შედგება.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” ბოლო ბრძოლა 24 ივნისს, ფლორიდაში ჩაატარა, სადაც ჯოშ ემეტი მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სხვა სტატიები