Belive

50 000-დოლარიანი ბონუსი ლამაზი ბრძოლისთვის

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

რიო დე ჟანეიროში, ფარმასი არენაზე, ბრაზილიელმა მიჩელ პერეირამ 54 წამში დააძინა იჰორ პოტიერია (გილიოტინის გამოყენებით). ეს დასასრული საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, რაც მანამდე მოხდა.

მაშინ, როცა პოტიერია ოქტაგონზე ზურგით იწვა და დარტყმების არიდებას ცდილობდა, პერეირამ უჩვეულო ხერხი გამოიყენა და ჰაერში ბრუნის შემდეგ სცადა უდიდესი ზიანი მიეყენებინა მოწინააღმდეგისთვის - ეს გამოუვიდა კიდეც, დაშვებისას მისი მუხლი პოტიერიას ნიკაპში მოხვდა და სრული უპირატესობაც ბრაზილიელისკენ გადავიდა.

ზოგიერთი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ პერეირას ეს ქმედება დისკვალიფიკაციას იმსახურებდა, თუმცა მსაჯებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს და ბრძოლის დასრულების შემდეგ, მებრძოლს 50 000-დოლარიანი ბონუსიც გადაეცა. საშუალო წონაში ასვლის შემდეგ, პერეირას 4-დან 4 ბრძოლა აქვს მოგებული და თანაც ისე, რომ ოქტაგონზე არცერთ შემთხვევაში, 66 წამზე მეტი არ გაუტარებია. ბრაზილიელი ამ წლის ბოლოს დაბრუნდება და ამჯერად, მაღალრეიტინგულ მოწინააღმდეგეს ელის.



სხვა სტატიები