Belive

47 წლის მენი პაკიაომ მომდევნო ბრძოლის თარიღი დაასახელა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მენი პაკიაო 2026 წლის დასაწყისში რინგზე დაბრუნდება და საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება.

4 წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული მოკრივე ივლისში პირველად ავიდა რინგზე, როდესაც WBC-ს ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ქამრისთვის მარიო ბარიოსს დაუპირისპირდა. აღნიშნული ბრძოლა ფრედ დასრულდა, თუმცა მიმომხილველების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ პაკმანს მოგება მოპარეს.

როგორც ჩანს, ივლისში გამართულმა ბრძოლამ, მიუხედავად იმისა, რომ სასურველი შედეგით არ დასრულდა, პაკმანში ნაპერწკალი კვლავ გააღვივა და ლეგენდას რინგზე ძალების მოსინჯვა კვლავ სურს. პაკიაო იმედოვნებს, რომ ამჯერად დამაჯერებელი გამარჯვებით დაბრუნდება და ოფიციალურად დააანონსა, რომ მისი მომდევნო ბრძოლა 2026 წლის 24 იანვარს გაიმართება.

სოციალურ ქსელებში ატვირთულ ვიდეოში, პაკიაომ გულშემატკივრებს მიმართა და ბრძოლის ოფიციალური თარიღი დაასახელა.

მოგესალმებით ჩემს გულშემატკივრებს. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რინგზე 2026 წლის 24 იანვარს დავბრუნდები. ყურადღებით იყავით, დამატებითი ინფორმაცია და მეტოქის ვინაობა მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. - მენი პაკიაო.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალი მეტოქე ჯერ არ დასახელებულა, სპორტულ ტაბლოიდებში 2 ვარიანტი განიხილება - მენი პაკიაო რემატჩში ბარიოსს შეებრძოლება, ან WBA-ს ქვემსაშუალო წონითი კატეგორიის ჩემპიონის ქამრისთვის, როლი რომეროს დამარცხებას შეეცდება.

იმ შემთხვევაში, თუ პაკმანი რომეროს დაამარცხებს, საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს და ქვემსუბუქი წონის ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი გახდება.

სხვა სტატიები