39 წლის ასაკში, ჯონ ჯონსის ძმა, არტურ ჯონსი გარდაიცვალა
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
არტურ ჯონსი, სუპერბოულის გამარჯვებული მცველი, რომელიც შვიდი წელი თამაშობდა NFL-ში, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ყოფილმა გუნდმა, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის გარდაცვალების შესახებ პარასკევს გამოაცხადა.
ძალიან დამწუხრებულები ვართ არტურ ჯონსის უეცარი გარდაცვალების გამო. ის იყო კეთილი, თავაზიანი და ენთუზიაზმით სავსე - ყოველთვის ავლენდა სიყვარულს ოჯახის, თანაგუნდელებისა და მეგობრების მიმართ. - რეივენსის გენერალური მენეჯერი, ერიკ დეკოსტა
ჯონსი დაიბადა და გაიზარდა ნიუ იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, სწავლობდა ბინგჰემტონის რაიონში. მისი ძმებიც სპორტული კარიერით არიან ცნობილი, განსაკუთრებით ჯონ ჯონსი, რომელიც შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდად ითვლება, ხოლო ჩენდლერ ჯონსმა, ოთხჯერ ითამაშა პრო ბოულიზე (ამერიკული ფეხბურთი).
არტურ ჯონსის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
We are terribly saddened to learn of Arthur Jones’ sudden passing. pic.twitter.com/waPIF3Bj7K
— Baltimore Ravens (@Ravens) October 3, 2025