Belive

38 წლის განმავლობაში პირველად - ჰარუ ბაშოზე "იოკოძუნა-ოძეკი" იასპარეზებს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონური სუმოს ასოციაცია საკმაოდ საინტერესო ფაქტის შესახებ იუწყება. მოგეხსენებათ, რომ ოძეკი გოეიდომ ინტაი (ინტაი - კარიერის დასრულება) გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ბაშოზე მხოლოდ ერთი ოძეკი - ტაკაკეიშო იასპარეზებს. აქედან გამომდინარე სუმოს მამებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც პროფესიონალურ სუმოში 38 წელია არ მიუღიათ - ჰარუ ბაშოზე "იოკოძუნა-ოძეკი" იასპარეზებს. მარტის ბაშოს დაწყებამდე 2 კვირით ადრე გამოქვეყნდება რეიტინგი, რომელშიც აღმოსავლეთის ოძეკი ტაკაკეიშო იქნება, ხოლო "იოკოძუნა-ოძეკის" სტატუსს დასავლეთის წარმომადგენელი იოკოძუნა შეითავსებს, ეს უკანასკნელი სავარაუდოდ ლეგენდარული თეთრი ფენიქსი ანუ ჰაკუჰო იქნება. შეგახსენებთ, მარტის ბაშო 8 მარტს აიღებს სტარტს და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სხვა სტატიები