Belive

Fox Sports | "წარმოსახვის მიღმა" - ტალახაძის შესაძლებლობები ფენომენალურია!

3 წლის წინ სხვა
2 წთ

Fox Sports-ის ავსტრალიური რედაქცია, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და რეკორდსმენ - ლაშა ტალახაძეს, ვრცელ სტატიას უძღვნის. Fox Sports-ის სტატიას უცვლელად გთავაზობთ: ლაშა ტალახაძემ პუბლიკა კიდევ ერთხელ გააოცა და ექსტრემალურად დიდი წონები საოცრად მარტიად ასწია. ქართველმა სუპერვარსკვლავმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გაიბწრყინა. ტალახაძემ აკვრაში - 223 კგ და ატაცში - 265 კგ დააფიქსირა, რეკორდები დაამყარა და კონკურენტები უშანსოდ დატოვა. ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ტალახაძის წარმოუდგენელი ძალა და შესაძლებლობები კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონატზე, აკვრაში დაფიქსირებული - 225 კგ უმაღლესია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ოდესმე დაფიქსირებულა. ტალახაძემ რეკორდი ატაცშიც დააფიქსირა (267კგ). ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 492 დააფიქსირა და კიდევ ერთი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე დაფიქსირებული შედეგი 4 კგ-ით გააუმჯობესა, კონკურენტს კი 35 კგ-ით აჯობა. ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ტალახაძის არაამქვეყნიური მიღწევა MMA-ს ანალიტიკოსმა ლუკ ტომასმა შეაფასა:

"ის ისე ახლოსაა მითიური 500 კგ-ის დაფიქსირებასთან, როგორც არავინ არასდროს. ეს არის ნიშნული, რომლის მიღწევაზეც არავინ ოცნებობს, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია - გამონაკლისი ლაშა ტალახაძეა, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია. არაამქვეყნიური რეკორდის დაფიქსირებამდე ტალახაძეს მხოლოდ 8 კგ აკლია".
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, ლაშა ტალახაძე პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. ქართველი ძალოსანი სწორედ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე შეეცდება 500 კგ-იანი ნიშნულის დაფიქსირებას.
"ჩემი მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი რეკორდი დავამყარო. შედეგის გაუმჯობესებას პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე შევეცდები - ეს ჩემი მთავარი მიზანია. საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, რომ ეს ნიშნული დავაფიქსირო", - ციტირებს ტალახაძის სიტყვებს Fox Sports-ი.

სხვა სტატიები