21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ოქროსა და ვერცხლის გარეშე ჩაივლის
უზბეკეთის დედაქალი ტაშკენტი ძიუდოს იუნიორთა (21-წლამდე) მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს და დასასრულს უახლოვდებდა. ბოლო საშეჯიბრო დღეა და უკვე ვიცით, რომ ქართველები ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვებას ვერ შეძლებენ. ტაშკენტში 16 სპორტსმენით ვიასპარეზეთ (9 კაცი და 7 ქალი).
შეჯიბრის პირველივე დღეს 2 ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. 60 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ომანაძემ შეძლო მედლის აღება, ხოლო 66 კგ-ში ბრინჯაოსთვის ქართული ფინალი შედგა, სადაც თორნიკე გიგაურმა საბა საბაშვილი დაამარცხა.
მეორე დღე უშედეგო გამოვიდა, ბოლო დღეს კი ჩვენს 2 ძიუდოისტს ჰქონდა ფინალში გასვლის შანსი, თუმცა ორივე მათგანი ნახევარფინალში დამარცხდა. ფინალურ ბლოკში, ირაკლი ქავთარაშვილი (90 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსს ინარჩუნებენ.
საბოლოოდ, ყველაზე კარგ შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს 4 მედლით დასრულება იქნება შესაძლებელი.