Belive

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში პირველი ვარჯიში ჩაატარა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიურმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ სავარჯიშო არენაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. ნაკრები გუნდი სრულ მზადყოფნაშია, ისინი ასპარეზობაში 8 აგვისტოს ჩაერთვებიან.

ჩვენი ნაკრებიდან პირველი 87 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე იასპარეზებს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხ წონით კატეგორიაში არის წარმოდგენილი:

  • გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ)

  • ვლადიმერ გამყრელიძე (87 კგ)

  • გივი მაჭარაშვილი (97კგ)

  • გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

სხვა სტატიები