"2026 წელს ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლო, ეს ჩემი მიზანია" - უმარ ნურმაგომედოვი
4 დღის წინ
სხვა
1 წთ
უმარ ნურმაგომედოვი თვლის, რომ სატიტულო ჩხუბს ჯერ ვერ მიიღებს. მან ის სცენარიც განიხილა, რომლის მიხედვითაც მერაბთან განმეორებით ჩხუბს მიიღებს.
ისეთი მოლოდინი მაქვს, რომ ამ ბრძოლის შემდეგ სატიტულო ჩხუბს არ მომცემენ. თუმცა, მზად ვარ ვიბრძოლო იმდენჯერ რამდენიც საჭირო იქნება. 2026 წელს ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლო, ეს ჩემი მიზანია. ალბათ, ო'მალისა და იადონგს შორის გამარჯვებულის წინააღდეგ, ზაფხულში მთავარ ღონისძიებაზე ვიჩხუბებ. თუ ო'მალი შემდეგში ქამრისთვის იბრძოლებს ეს ჩემთვის უკეთესია, რადგან მერაბთან რემატჩს მივიღებ. - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა
🏆 Umar Nurmagomedov thinks he won't get a title shot against Petr Yan if he beats Deiveson Figueiredo, wants to have a main event fight against Merab Dvalishvili or Sean O'Malley:
— Home of Fight (@Home_of_Fight) January 21, 2026
"I predict they will not give me a title shot after this fight, but I’ll be ready to fight again… pic.twitter.com/3jnok64cso
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვი დეივესონ ფიგერედოსთან ჩხუბისთვის ემზადება. მათი დაპირისპირება 25 იანვარს UFC 324-ზე შედგება.