Belive

2024 წელს ხამზატ ჩიმაევი საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის საშუალო წონის მებრძოლმა ხამზატ ჩიმაევმა განაცხადა, რომ 204 წელს საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს.

საშუალო წონის ჩემპიონი შონ სტრიკლენდი საჩემპიონო ბრძოლისთვის ემზადება, სადაც მისი მეტოქე დრიკუს დუ პლესისი იქნება. სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩიმაევი სწორედ მათ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სტრიკლენდი კარგი მებრძოლია. თუ დუ პლესისს დაამარცხებს, ჩვენი ბრძოლა 100%-ით შედგება. UFC დამპირდა, რომ მათ შორის გამარჯვებულს შევხვდები. ახლა უნდა მოვიცადოთ ვინ მოიგებს ამ ბრძოლას და ქამარი ავიღოთ. - განაცხადა ხომზატმა MH პოდკასტთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ჩიმაევი დაუმარცხებელი მებრძოლია. ის 13-ჯერ გამოვიდა ოქტაგონზე და აქედან მსაჯმა ყოველ ჯერზე მისი ხელი ასწია. ხამზატმა ბოლო ბრძოლა კამარუ უსმანთან ოქტომბერში გამართა, სადაც მეტოქე დაამარცხა და UFC-ში მე-7 გამარჯვება ჩაიწერა.

სხვა სტატიები