Belive

2 ვერცხლი და ბრინჯაო - პირველი დღის შედეგები 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მოლდოვაში მიმდინარე ძიუდოს 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა. ფინალურ ბლოკში საქართველოს 4 ძიუდოისტი წარმოადგენდა. ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ მათე ბერუაშვილი (73 კგ) და მათე გოგობერიშვილი (60კგ), ხოლო ბრინჯაოსთვის გიორგი ლოლაძემა (73 კგ) და ნინო ლოლაძემ (57 კგ) იჭიდავეს.

სამწუხაროდ, ქართველები ორივე ფინალში დამარცხდნენ: მათე გოგობერიშვილმა ჩემპიონობა სომეხ ვაჰე აღასიანთან დათმო, ხოლო მათე ბერუაშვილმა რუმინელ იოან ძიტაჩთან წააგო იპონით, არადა ვაზარით იგებდა და მოწინააღმდეგემ კონტრილეთზე დაიჭირა.

ბრინჯაოსთვის შანსი ნინო ლოლაძემ გამოიყენა - ქართველმა გოგონამ ბრინჯაოს ფინალში ბულგარელი, სნეჟანა გრამატიკოვა დაამარცხა.

გიორგი ლოლაძეს ბრინჯაოსთვის ბრძოლა პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ოთარ კვანტიძესთან მოუწია, რომელთანაც დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

პირველ დღეს ქართველებმა 2 ვერცხლისა (მათე ბერუაშვილი, მათე გოგობერიშვილი) და 1 ბრინჯაოს (ნინო ლოლაძე) მედალი მოიპოვეს.

სხვა სტატიები