Belive

2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - ქართველების მონაგარი კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე

5 თვის წინ სხვა
1 წთ

სკოპიეში დასრულებულ კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე, ქართველებმა ბრწყინვალე ბოლო საშეჯიბრო დღე ჩაატარეს. ჩვენმა სპორტსმენებმა მთლიანობაში 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვეს, მათგან უმეტესობა კი ტურნირის ბოლო დღეს.

ვაჟთა შორის, 81 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონი გიორგი მუმლაძე გახდა. როგორც განთესილმა, მან პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი 4-ვე შეხვედრაში გაიმარჯვა და ოქროს მედალს დაეუფლა, ფინალში მუმლაძემ რუსი ტიმურ ალიევი დაამარცხა.

ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში საოცარი დღე ჰქონდა ქეთი რობაქიძეს. ქართველმა ძიუდოისტმა 5-დან ყველა შეხვედრა იპონით მოიგო და ასე გახდა ევროპის ჩემპიონი.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, ვიცე-ჩემპიონი ცოტნე იჩქიტიძე გახდა (60 კგ). ცოტნე ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ზეიდ ალასგარდოვთან დამარცხდა.

მძიმე წონაში (90 +) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი ქარჩაიძემ და იოანე აბალაკმა, 73 კგ-ში ვასილ გამეზარდაშვილმა, ხოლო ქალთა შორის (63 კგ) ნანა გულბიანმა.

სხვა სტატიები