18 სპორტსმენით მსოფლიო ჩემპიონატზე | იაპონიის შემადგენლობა ცნობილია
13-19 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავები ჩავლენ.
ჯერჯერობით იაპონია არის პირველი ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. მათ ეს ყველაფერი იაპონიის შიდა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გააკეთეს, შესაბამისად, გუდის შერჩევისას სამწვრთნელო შტაბმა შიდა ჩემპიონატთან ერთად საერთაშორისო ასპარეზობებზე ნაჩვენები შედეგებიც გაითვალისწინა.
შემადგენლობა
მამაკაცები
60 კგ - რიუჯა ნაგაიამა
66 კგ - ჰიფუმი აბე, ტაკეში ტაკეოკა
73 კგ - ტაცუკი იშიჰარა
81 კგ - ტაკანორი ნაგასე
90 კგ - სანშირო მურაო, გოკი ტაჯიმა
100 კგ - არაი დოტა
+100 კგ - ჰიოგა ოტა
ქალები
48 კგ - ვაკანა კოგა
52 კგ - უტა აბე, კისუმი ომორი
57 კგ - მომო ტამაოკი
63 კგ - ჰარუკა კაჯუ
70 კგ - შიჰო ტანაკა
78 კგ - კურენა იკედა
+78 კგ - მაო არაი, რური ტაკაჰაში.