Belive

17 წლის იტალიელი ველომრბოლელი ავსტრიაში რბოლის დროს ავარიას შეეწირა

9 თვის წინ სხვა
1 წთ

იტალიელი ველომრბოლელი, ჯაკოპო ვენცო პარასკევს, ავსტრიაში, რბოლის დროს მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევა Junioren-Rundfahrt-ის პირველ ეტაპზე მოხდა. 17 წლის სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
,,ცრემლიანი თვალებითა და განადგურებული გულით ვაცხადებთ, რომ ჩვენმა პატარა ჯაკოპო ვენცომ დაგვტოვა. ბიჭი გუშინ ავსტრიის ტურის პირველ ეტაპზე დაღმართზე ძალიან ცუდი დაცემის მსხვერპლი გახდა,'' - წერია ვენცოს გუნდის განცხადებაში.
 
ველორბოლაში რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა - შვეიცარიელი ველომრბოლელი, ჯინო მადერი, 26 წლის ასაკში ასევე ტურის დროს მომხდარ ავარიას შეეწირა.

სხვა სტატიები