Belive

17 თებერვალს, ლადოს თასის მე-16 შეჯიბრი ბაკურიანში ჩატარდება

2 თვის წინ სხვა
2 წთ

სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის 17 თებერვალს, ბაკურიანში "ლადოს თასის" მე-16 შეჯიბრი ჩატარდება. ტურნირი სპორტული შეჯიბრის გარდა, გასართობ ნაწილსაც ითვალისწინებს, რომელსაც მუსიკალურად გუგა ხელაია, ლუკა ბარამიშვილი, JERONIMO, MUSH ONE და DEKA გააფორმებენ.

შეჯიბრი სპორტსკოლა „იკისკის“ მწვრთნელის - ლადო ბოლქვაძის პატივსაცემად დაარსდა, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ლადო ბავშვებს სამთო-სათხილამურო სპორტისადმი სიყვარულს უღვივებდა და სწორედ ამ სულისკვეთებამ შთააგონა მის მეგობრებს „ლადოს თასის“ დაარსება. ეს არის ღონისძიება, რომელიც უკვე მე-16 წელია, რაც მთელი საქართველოს ახალგაზრდებს განსაკუთრებულ შეჯიბრში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.

"ლადოს თასის" მთავარ მიზანს, სამთო-სათხილამურო სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია წარმოადგენს. ასევე, ტურნირი ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდა მოთხილამურეების აღმოჩენასა და მათ სპორტსმენებად ჩამოყალიბებას. შეჯიბრება 3 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება - პირველი კატეგორია: 7-12 წლის ჩათვლით, მეორე კატეგორია: 13-17 წლის ჩათვლით, ხოლო მესამე კატეგორია: 18 და მეტი წლის. რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო შეჯიბრება 11:00 საათზე დაიწყება. დაჯილდოების ცერემონიალი 15:30 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც afterparty დაიწყება, რომელზე დასწრებაც მხოლოდ ონლაინ ვერიფიკაციით იქნება შესაძლებელი.

betlive.com კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. კომპანიის ხედვით, კერძო სექტორის ჩართულობა სპორტის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია და პროფესიონალურ სპორტთან კოლაბორაციის კვალდაკვალ, betlive სამოყვარულო სპორტის განვითარების თანამონაწილეცაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 17 თებერვალს, ბაკურიანში (კოხტაზე), "ლადოს თასის" მე-16 შეჯიბრი betlive-ს აქტიური მხარდაჭერით გაიმართება.

სხვა სტატიები