ზაზა ნადირაძე: ,,ჩვენს ოლიმპიელებს კონკურენტ სპორტსმენებთან ერთად, მსაჯებთან უწევთ ბრძოლა''
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
,,როგორც ჩანს, ჩვენს ოლიმპიელებს კონკურენტ სპორტსმენებთან ერთად, მსაჯებთან უწევთ ბრძოლა! დღეს, სამწუხაროდ, მსაჯებმა გაიმარჯვეს! რამდენიმე ერთის წინააღმდეგ - ძალიან რთულია! ცუდია, როცა წლებს და უდიდეს შრომას ხარჯავ მიზნისთვის და ვიღაც 'გ'ალსტუგიანი, ნამუსისგან მოშორებული მსაჯი გიწყვეტს შედეგს! არასწორია,რა! ოლიმპიელებო, მთელი საქართველო ვამაყობთ თქვენით! ოქროები ხართ! მსაჯებო, მომდევნო დღეებში იგრძნობთ, როგორ იბრძვიან ქართველები ერთმანეთისთვის,'' - წერს ზაზა ნადირაძე სოციალურ ქსელში.