12 სპორტსმენით პარიზში - ისრაელის ნაკრების შემადგენლობა პარიზის ოლიმპიადისთვის
27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს.
პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ცნობილი ხდება ნაკრებების სრული შემადგენლობები, რომლითაც ისინი ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.
პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის უკვე ცნობილია საქართველოს, საფრანგეთის, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრებების, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა, იტალიის, იაპონიისა და უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობები. სულ ახლახანს კი ისრაელის დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრების შემადგენლობაც დასახელდა.
შემადგენლობა
კაცები:
60 კგ - იამ ვოლჩზაკი
66 კგ - ბარუხ შმაილოვი
73 კგ - ტოჰარ ბუტბული
81 კგ - საგი მუკი
100 კგ - პიტერ პალჩიკი
ქალები:
48 კგ - შირა რიშონი
52 კგ - გეფენ პრიმო
57 კგ - ტიმნა ნელსონ-ლევი
63 კგ - გილი შარირი
70 კგ - მაია გოშენი
78 კგ - ინბარ ლანირი
+78 კგ - რაზ ჰერშკო