Belive

"100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება" - თოფურია კანელოსთან ბრძოლაზე

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას რომ საოცარი კრივის უნარები აქვს ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. ბევრი ექსპერტი, გულშემატკივარი და რაც მთავარია, თავად ილია თვლის, რომ ის საუკეთესო მოკრივეა.


გულის სიღრმეში MMA-ს გულშემატკივრებმა იციან, რომ ადრე თუ გვიან თოფურია კრივში გადავა. ამის შესახებ ილიას არაერთხელ უსაუბრია და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კრივის შეხვედრას აუცილებლად გამართავს. "მატადორი" საოცნებო მეტოქესაც ასახელებს და ეს კანელო ალვარესია.

მე საუკეთესო საბრძოლო IQ, საუკეთესო ჩაცმულობა, საუკეთესო ხელის ტქენიკა მაქვს. UFC-ში საუკეთესო კრივი მაქვს. ორი აზრი არ არსებობს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება მზად ვარ, წონით კატეგორიას მნიშვნელობა არ აქვს. ერთ დღეს კრივის ბრძოლას აუცილებლად ჩავატარებ. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. MMA-ში საოცნებო მეტოქე არ მყავს, რადგან ჩემი დონის არავინაა. კრივში კი ეს კანელო ალვარესია და ვიცი, რომ ერთ დღეს შევხვდებით. - განაცხადა ილია თოფურიამ
View this post on Instagram

A post shared by Championship Rounds (@champ.rds)

ილია თოფურია მომავალ ბრძოლას სავარაუდოდ სექტემბერში გამართავს. ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი თავად "მატადორს აქვს. მისი განცხადებით, თუ მაქსი სექტემბერზე თანახმაა BMF-ის ქამრისთვის იბრძოლებენ.

სხვა სტატიები