ზუროსი: ,,მსაჯების შესახებ არაფრის თქმა არ მსურს, მაგრამ შეცდომები იყო''
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა სლოვენიასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრეს:
სანდრო მამუკელაშვილი - რთული თამაში იყო. მეტოქემ მომენტებში კარგად ითამაშა და მარტივი სამქულიანები ჩაგვიგდო.
სლოვენია კარგი გუნდია და საოცარი ლიდერი ჰყავს. ვამაყობ ჩვენი ბიჭებით, მათ ბოლომდე იბრძოლეს. ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და ვენესუელასთან მატჩზე ვიფიქროთ.
ილიას ზუროსი - ვულოცავ სლოვენიას, მათ დღეს ჩვენზე კარგად ითამაშეს. ჩვენ ახლა მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ, რადგანაც შანსი გვაქვს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში ვითამაშოთ. ტრავმებს უნდა ვუმკურნალოთ და მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.
მსაჯებზე საუბარი არ მსურს, მაგრამ იყო შეცდომები, რომლებიც მხოლოდ ერთ მხარეს დაინახეს. ეს სხვამ უნდა შეამოწმოს, ჩემი საქმე გუნდთან ერთად მუშაობაა.
ჩვენ ვენესუელასთან მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ, რადგან გვინდა, რომ მერვედფინალში გავიდეთ. ძლიერი ნაკრებია ვენესუელა და უნდა დავაფასოთ მეტოქე. ჩვენ დღეს კონცენტრაცია დავკარგეთ, რაც არ უნდა გამეორდეს.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო სლოვენიასთან 21 ქულის სხვაობით, ანგარიშით 67:88 დამარცხდა.
ილიას ზუროსის გუნდი მომავალ მატჩს ოთხშაბათს, ვენესუელას წინააღმდეგ გამართავს.