დღეს გამთენიისას, NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო თამაშები გაიმართა.
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსი" 89:115 დაამარცხა და სეზონში 41-ე შეხვედრა მოიგო.
აღნიშნული გამარჯვებით "პისტონსმა" NBA-ს პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
რაც შეეხება ფაჩულიას, ქართველმა ცენტრმა "ნიქსთან" პარკეტზე 16 წუთი გაატარა, სადაც 6 ქულას, 5 მოხსნასა და 3 ასისტს მოუყარა თავი.