Belive

"ვიცით, რომ არავინ არაფერს გვაჩუქებს, ამიტომ საქართველოში მოსაგებად ჩავდივართ" - პორტუგალიის მწვრთნელი

15 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ხვალ, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას უმასპინძლებს, შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება.

პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა მარიო გომესმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

ჩვენ მიზანი გვაქვს ვიასპარეზოთ მსოფლიო ჩემპიონატზე და არ გვინდა, რომ სხვის შედეგებზე ვიყოთ დამოკიდებულნი, საკუთარის გარდა. ჩვენ ცოცხლები ვართ, ვიბრძოლებთ საქართველოში და თებერვალშიც კვლავ ვიბრძოლებთ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის. უკრაინასთან თამაშის წარმატების გასაღები მეორე ტაიმში გაწეული დაცვითი სამუშაო იყო და მძიმე მომენტებშიც კი, გუნდურად და არა ინდივიდუალურად რეაგირება მოვახერხეთ. გვყავს დიდი ხასიათისა და შესანიშნავი ქიმიის მქონე გუნდი.

უკრაინა ჯგუფს ტყუილად არ ლიდერობდა. ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში იქნებოდა. სრულიად სხვა რამეა, როდესაც თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურად რეაგირებს ან როდესაც მთლიანად, გუნდურად ვრეაგირებთ. ჩვენ კი ეს შევძელით. მიზანი გვაქვს და ვიცით, რომ არავინ არაფერს მოგვცემს, ან ვიბრძოლებთ ამისთვის, ან არავინ არაფერს გვაჩუქებს. ასეთი თამაშისა და ჩვენი რეაქციის შემდეგ, მხოლოდ სრული შეშლილი იქნება უკმაყოფილო.

ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი პროგრესი კოლექტიური მენტალიტეტის კუთხითაა. ყველა აღიარებს, რომ ჩვენს გუნდს საკუთარი სახე აქვს. ჩვენ, როგორც ჯგუფი, იმაზე მეტს წარმოვადგენთ, ვიდრე ჩვენი ინდივიდუალური მოთამაშეების ჯამი. დღევანდელივით რომ არ გვქონოდა ჭეშმარიტად კონკურენტუნარიანი კოლექტიური მენტალიტეტი, ძლივს შევძლებდით ასეთი თამაშის შემოტრიალებას. - მარიო გომესი - პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
View this post on Instagram

A post shared by Fed. Portuguesa de Basquetebol (@fpbasquetebol)

ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: