ვირტუსის არგენტინელი ვარსკვლავი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ვირტუსის არგენტინელი ვარსკვლავი, ლუკა ვილდოზა, ბოლონიაში სასწრაფო დახმარების ქალ თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ვილდოზა და თავისი მეუღლე, მათ წინ მიმავალმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მანევრებმა გააღიზიანა - წყვილმა სასწრაფოს მანქანას გზა გადაუღობა და სამედიცინო პერსონალს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მედია იმასაც წერს, რომ ბოლონიელმა სამართალდამცავებმა ვილდოზასთან ერთად, მეუღლეც დააპატიმრეს და ორივე მათგანმა ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა.
😳🚨 According to Italian media, Luca Vildoza and his wife were detained in Bologna after allegedly confronting emergency medical personnel! pic.twitter.com/yIhfpGSk6P
— Eurohoops (@Eurohoopsnet) October 16, 2025
პროფესიონალური საკალათბურთო კარიერის განმავლობაში, არგენტინელი კალათბურთელი ისეთი ევროპული გრანდების ღირსებას იცავდა, როგორიცაა ბასკონია, ცრვენა ზვეზდა, პანათინაიკოსი, ოლიმპიაკოსი. ვილდოზა ვირტუსს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა.