ვირტუსი ვალენსიასთან დამარცხდა | შენგელიას ორი განსხვავებული ტაიმი ჰქონდა
ევროლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში "ვალენსიამ" ვირტუს ბოლონია" მიიღო და მეტოქე 79:71 დაამარცხა. ვირტუსის შემადგენლობაში 32 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, ქართველს ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე მეტი დრო მიეცა. თორნიკემ 15 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა. დადებითი სტატისტიკური მონაცემები ძირითადად შეხვედრის პირველ ტაიმზე მოდის, მეორე ტაიმში თამაში ვირტუსსაც ჩაუვარდა და შენგელიასაც, ქართველს ყველაზე მეტი-7 დაკარგვა და 3 ფოლი ჰქონდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მესამე მეოთხედი, რომელიც ესპანელებმა 16 ქულის სხვაობით მოიგეს, ვირტუსმა მხოლოდ 7 ქულის ჩაგდება მოახერხა და ასეთი გაქცევის დაქაჩვა ბოლო მეოთხედში ვეღარ შეძლო.
მატჩში უჩვეულოდ ბევრი - 40 დაკარგვა დაფიქსირდა, რამაც სანახაობრივ მხარეზეც მოახდინა გავლენა. შეხვედრის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე ვალენსიელი კრის ჯონსი გახდა 17 ქულით, თუმცა მანაც 4-ჯერ დაკარგა ბურთი და მხოლოდ 2 მოხსნა დააგროვა.
ევროლიგის ცხრილს "რეალი" ლიდერობს, ესპანელებმა მხოლოდ 1 შეხვედრა წააგეს. ვირტუსი ცხრილის მეორე ადგილზეა, თორნიკე შენგელიას გუნდს 16 ჩატარებულ მატჩში 11 მოგება და 5 მარცხი აქვს. ვირტუსი მომავალ შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში, "პისტოიას" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 23 დეკემბერს ჩატარდება.
მატჩის საუკეთესო მომენტები: