ვირტუს ბოლონიამ ანტე ზიზიჩი დაიმატა
"ვირტუს ბოლონიამ", ცენტრის პოზიციაზე გაძლიერების მიზნით, ხორვატი კალათბურთელი, ანტე ზიზიჩი დაიმატა. 26 წლის ცენტრმა ბოლო 2 სეზონი სტამბოლის "ეფესში" გაატარა, იქამდე 2 წელი კი თელ-ავივის "მაკაბაში" ირიცხებოდა.
ვირტუსი ევროლიგის მეორე ადგილზეა 12 მოგებით და 5 მარცხით, თუმცა ბელგრადში ჩატარებული მატჩის შემდეგ, გუნდში ტრავმირებულთა რაოდენობა გაიზარდა.
ზიზიჩი 2016 წლის NBA-ის დრაფტზე "ბოსტონ სელტიკსმა", 23-ე პიკად აირჩია, თუმცა, ხორვატმა NBA-ში ჩატარებული 121-ვე თამაში "კლივლენდ კავალიერსის" რიგებში ითამაშა, სადაც საშუალოდ 6 ქულას და 3.9 მოხსნას აგროვებდ (2017-2020).
2023 წლის ნოემბრის ბოლოს, ზიზიჩმა მარჯვენა ტერფის ტრავმა მიიღო და 3 კვირა დაისვენა, მან ევროლიგის 4 შეხვედრა გამოტოვა. იქამდე ზიზიჩი, ევროლიგის 10 მატჩში, საშუალოდ 8.2 ქულას და 3.2 მოხსნას აგროვებდა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ "ეფესის" როტაციაში დრო ძალაინ შეუმცირდა, მწვრთნელი მას საშუალოდ 4 წუთს ათამაშებდა. თორნიკე შენგელიას ახალი თანაგუნდელი კლუბს 2026 წლამდე შეუერთდა.
🔊 𝐀𝐍𝐓𝐄 𝐙𝐈𝐙𝐈𝐂 𝐄’ 𝐁𝐈𝐀𝐍𝐂𝐎𝐍𝐄𝐑𝐎
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) December 31, 2023
Welcome to Bologna Ante ⚪️⚫️#AmarsiAncora pic.twitter.com/z77bodV6K4