ვიქტორ ვემბანიამამ NBA-ის რეკორდი დაამყარა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში, ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი'' სტუმრად 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:105 დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჩაატარა ვიქტორ ვემბანიამამ - ფრანგი გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც 30 წუთზე ნაკლებ დროში (24 წუთში) მინიმუმ 30 ქულისა და 7 დაფარების მოგროვება შეძლო.
გარდა ამისა, დევიდ რობინსონის შემდეგ (1990 წლის 19 მარტი), ვემბანიამა ერთადერთი პირველწლიანია, რომელმაც მატჩში 30+ ქულას, 5+ მოხსნას, 5+ ასისტსა და 7+ დაფარებას მოუყარა თავი.
,,სან ანტონიო'' 5 მოგებითა და 25 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლო, მე-15 პოზიციაზეა. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, 30 დეკემბერს, კვლავ ,,ბლეიზერსის'' წინააღმდეგ გამართავს.