ვეზენკოვის სუპერ მატჩი - შვედებმა ბულგარეთის ნაკრების ლიდერი ვერ გააჩერეს
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში ბულგარეთის ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81:77 დაამარცხა (ძირითადი დრო 70:70 დასრულდა).
გამორჩეული მატჩი ჩაატარა ბულგარელთა მთავარმა ვარსკვლავმა, საშა ვეზენკოვმა, რომელმაც 40 ქულას, 18 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. 29 წლის კალათბურთელმა 14-დან 6 სამქულიანი, 11-დან 7 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 49 შეადგინა.
,,გერმანიის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჯერ არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა მომავალ მატჩში, ამის შესახებ ჩემს გუნდს უნდა ვესაუბრო. თქვენ კარგად იცით, როგორია განრიგი და რა თამაშები გველის. როცა შემიძლია, ნაკრებს ყოველთვის ვეხმარები.'' - თქვა ვეზენკოვმა მატჩის შემდეგ
5 ტურის შემდეგ ბულგარეთის ნაკრები D ჯგუფის ბოლო, მე-4 პოზიციაზეა. დასკვნითი ტურის შეხვედრას ბულგარელები კვირას, 23 თებერვალს, გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ.