Belive

"ვემბანიამასა და კოლინსთან ერთად, მამუკელაშვილი სპურსს მეტ სიღრმეს მისცემს" - CLUTCHPOINTS

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

სანდრო მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით “სპურსზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - ის საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა.

კორტზე ნაჩვენები ბრწყინვალე უნარებიდან გამომდინარე, “სან ანტონიო სპურსმა” მამუკელაშვილს კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა. ფრენჩაიზის მიერ შეთავაზებულ ერთწლიან კონტრაქტს, მამუკელაშვილი სიამოვნებით დათანხმდა და ქართველმა ცენტრმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ავტორიტეტული საკალათბურთო ტაბლოიდი CLUTCHPOINTS-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც "სპურსის" ქართველ ლეგიონერს დადებით კონტექსტში მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მისი სახით "სან ანტონიოს" მეტი სიღრმე ექნება.

"ეს არის დაბალ-რისკიანი ტრანსფერის იდეალური დეფინიცია. სანდრო მამუკელაშვილთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ვიქტორ ვემბანიამასა და ზაკ კოლინსის მიღმა, "სან ანტონიოს" მეტი სიღრმე ექნება. მამუკელაშვილმა შეტევაში მისი უნივერსალურობის ბრწყინვალე დემონსტრირება მოახდინა, როდესაც გასული სეზონის ბოლოს, "სპურსმა" როტაციას მიმართა და ლიდერებს დასვენების - ხოლო სკამის მოთამაშეებს თამაშის შესაძლებლობა მისცა. მამუკელაშვილმა გუნდის წარმომადგენლებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა, რის გამოც "სპურსს" მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება არ გასჭირვებია. თუ 24 წლის კალათბურთელს პროგრესისა და განვითარების გაგრძელება სურს, დაცვაში თამაში უნდა გამოასწოროს", - CLUTCHPOINTS.

შეგახსენებთ, “სან ანტონიოში” სანდრომ 19 მატჩი ჩაატარა და აქედან 7 სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

სხვა სტატიები