Belive

ვართანოვი პანათინაიკოსის, თვაური კი გალათასარაის მატჩს მოემსახურება

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მოახლოვდა ფიბა-ს საერთაშორისო ტურნირების მორიგი მატჩები და ქართველ არბიტრებს მორიგი გასვლები უწევთ. ამჯერად საქმეში 2 მსაჯი იქნება ჩართული – მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური, რომლებიც ამ ჯერზე ქალთა ტურნირებს მოემსახურებიან.

თვაური თურქეთში, 22 ნოემბერს, ქალთა ევროპის თასის მატჩს იმსაჯებს, რომელშიც “გალათასარაი” ფრანგულ “ანჟერს” უმასპინძლებს. გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში “პანათინაიკოსი” სლოვაკურ “სლავიას” უმასპინძლებს. ამ შეხვედრის ერთ-ერთი არბიტრი მიხეილ ვართანოვი იქნება.

კირილე თვაური (მსაჯი)

 22 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი)

გალათასარაი (სტამბოლი, თურქეთი) – ანჟერი (საფრანგეთი)

 მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

 23 ნოემბერი. ქალთა ევროპის თასი. ათენი (საბერძნეთი)

პანათინაიკოსი (ათენი, საბერძნეთი) – სლავია (ბანსკა ბისტრიცა, სლოვაკეთი)

წყარო: gbf.ge