დავის ბერტანსი 27 წლის ლატვიელი კალათბურთელია, რომელსაც ბავშვობაში საკმაოდ ცუდი რამ შეემთხვა - 13 წლის ასაკში, მაშინ როდესაც ხეს ჭრიდა, მან თითი დაკარგა.
ბუნებრივია, რომ დაკარგულმა თითმა ბერტანსის ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედა, თუმცა ამავდროულად დადგა საკითხი იმისა, რომ მისი საკალათბურთო კარიერა ვეღარ გაგრძელებულიყო. ახალგაზრდა კალათბურთელი არსებულ რეალობას არ შეეგუა და უფრო მეტიც, დღეს ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წევრია.
ამჟამად ბერტანსი "ვაშინგტონ ვიზარდსის" რიგებში ირიცხება და შესანიშნავ სეზონიც ჩაატარა.