უფასო ქათმის სენდვიჩები ქომაგებს - მარიანოვიჩმა ჯარიმა სპეციალურად ააცილა
NBA-ის რეგულარული სეზონის ბოლო ტურის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს კლიპერსმა'' ,,ჰიუსტონ როკეტსს'' უმასპინძლა და 105:116 დამარცხდა.
მატჩში ,,როკეტსის'' ცენტრმა, ბობან მარიანოვიჩმა, ,,კლიპერსის'' ქომაგების აპლოდისმენტები დაიმსახურა.
სერბმა კალათბურთელმა მეოთხე მეოთხედში ზედიზედ ორი საჯარიმო მიზანმიმართულად ააცილა, რის შემდეგაც დარბაზში მისულ გულშემატკივრებს უფასო სენდვიჩებით გაუმასპინძლდნენ.
სწორედ ასეთი იყო ლოს ანჯელესური გუნდის დაპირება Crypot .com Arena-ზე მისული ქომაგებისთვის - თუ მეტოქე ბოლო მეოთხედში ორივე ჯარიმას გააფუჭებდა, მაყურებლები უფასო სენდვიჩებით დასაჩუქრდებოდნენ. რა თქმა უნდა, ბობანმა ამის შესახებ იცოდა და საჯარიმოს შესრულების წინ ხალხს ანიშნა კიდეც, რის გაკეთებას აპირებდა:
Boban intentionally missing a free throw to give Clippers fans free chicken is the craziest thing I’ve seen all season 😂 pic.twitter.com/Ok9Z5JGdTA
— Bradeaux (@BradeauxNBA) April 15, 2024