Belive

U16 | საქართველომ ესტონეთი დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

რუმინეთის ქალაქ პიტეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონის 1/4-ფინალში, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დამაჯერებლად, 79:66 დაამარცხა. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველომ 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ხორვატიასა და სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ესტონეთთან გამართულ მატჩში, ავთანდილ ბახტაძემ კვლავ გამორჩეულად იასპარეზა და ისევე როგორც წინა შეხვედრებში, გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ქართველმა ცენტრმა 16 ქულასთან ერთად 13 მოხსნაც დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე გამორჩეული მატჩი ჩაატარეს გელა ჭეიშვილმა (13 ქულა, 4 მოხსნა), ილია სულაძემ (13 ქულა, 7 მოხსნა) და გიორგი ნიკოლაევმა (11 ქულა, 7 მოხსნა).

შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ბოსნია & ჰერცეგოვინას (90:61), ავსტრიისა (81:65) და ისლანდიის (96:71) დამარცხება შეძლო და მხოლოდ მასპინძელ რუმინეთთან დამარცხდა (62:66). 1/4-ფინალში კი ესტონეთის ბარიერი გადალახა და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები