Belive

U 20 | საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანი დაამარცხა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მე-4 შეხვედრაში აზერბაიჯანი 15-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81-66 დაამარცხა და მეორე გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს 20 ქულით, 11 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გიორგი ნაცვლიშვილმა ულიდერა. 17 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება იყო გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე.

დღევანდელი მოგებით კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ნაკრები ბრძოლას ტურნირის მე-9 ადგილისთვის (9-16) გააგრძელებს და მომდევნო შეხვედრას პარასკევს, 14 ივლისს, ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.