9 მარტს ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფი დასრულდა.
საქართველოს ნაკრების წევრების, გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის "ალ შამალმა" ფინალში "ალ არაბი" 80:77 დაამარცხა და ქვეყნის ტიტული მოიპოვა.
რაც შეეხება ქართველი კალათბურთელების სტატისტიკას, ცინცაძემ 12 ქულა, 8 ასისტი და 3 მოხსნა დააგროვა, მიხეილმა კი - 3 ქულა, 8 მოხსნა და 1 ასისტი.