ტრაბზონსპორი ბაშჩეშეჰირთან დამარცხდა | რიდმა 32 წუთი ითამაშა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში ტრაბზონსპორი ბაშჩეშეჰირთან 10-ქულიანი სხვაობით 71:81 დამარცხდა.
საქართველოს ნატურალიზებულმა მოთამაშემ მარკის რიდმა 32:05 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა (11-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 22 ქულა კეილებ ჰოუმესლიმ ჩააგდო, 20 ქულა ჰქონდა ჰანტერ ჰეილს, ხოლო 18 ტონი ტეილორს.
⏱ Karşılaşma sona erdi.
— Trabzonspor Basketbol (@TSBasketResmi) March 27, 2026
Trabzonspor 71-81 Bahçeşehir Koleji pic.twitter.com/t6Val64MMF
ტრაბზონსპორი 40 ქულით (16 მოგება, 8 მარცხი) მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას მარკის რიდის გუნდი 4 აპრილს თოფაშის წინააღმდეგ გამართავს.