ტორონტო კლიპერსთან დამარცხდა | მამუკელაშვილმა 15 წუთი ითამაშა
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ტორონტო რაპტორსი ლოს ანჯელეს კლიპერსთან სტუმრად 25-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 119:94 დამარცხდა.
მატჩში 15 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 13 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. სანდრომ 5-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.
ტორონტოს რიგებში სანდროზე მეტი ქულა და მოხსნა მხოლოდ ბრენდონ ინგრემს (18 ქულა) და სკოტი ბარნსს (8 მოხსნა) ჰქონდათ.
ლოს ანჯელეს კლიპერსს 27 ქულით, 6 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით კავაი ლეონარდმა ულიდერა.
რაპტორსი, რომელიც 40 მოგებითა და 32 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას შაბათს, 28 მარტს, ნიუ ორლეანს პელიკანსის წინააღმდეგ გამართავს.