ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-6 შეხვედრაში, "ტორონტო" "ფილადელფიას" დაუპირისპირდა. "სკოტიაბანკზე" გამართული უპრინციპულესი მატჩი, მასპინძელთა მარცხით 97:132 დასრულდა.
"ფილადელფიამ" სერიაში 4:2 გაიმარჯვა და 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც "მაიამის" დაუპირისპირდება. სტუმართა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ჯოელ ემბიდმა შეიტანა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 35:53 წუთში, 33 ქულის, 10 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.