"თორნიკე შენგელია ევროლიგის 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის მთავარი პრეტენდენტია" - Gigantes del basket
ევროლიგის ბოლო ტურამდე 2023/24 წლების სეზონის MVP-ის კანდიდატები საკალათბურთო გამოცემა Gigantes del basket-მა დაასახელა, მათი ვერსიით საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მთავარი პრეტენდენტი თორნიკე შენგელიაა.
საშუალოდ ქართველი კალათბურთელის სტატისტიკა 2023/24 წლების სეზონში 16 ტურის შემდეგ: 16.4 ქულა, 6.6 მოხსნა, 3.8 პასი, 1.4 ჩაჭრა.
ცოტას შეეძლო წარმოედგინა "ვირტუს ბოლონიას" ასეთი სეზონი. ლუკა ბანკი იტალიური გუნდის მთავარ მწვრთნელად სეზონის დასაწყისშივე დაინიშნა და მან მოახერხა, რომ "ვირტუსს" ებრძოლა სატურნირო ცხრილში პირველი პოზიციებისთვის. თორნიკე შენგელია თავისი კარიერის საუკეთესო კალათბურთს თამაშობს.
ქართველი კალათბურთელის მრავალფეროვნება თამაშის ყველა ასპექტზე დიდ გავლენას ახდენს და ევროლიგის 2023/24 წლების სეზონის MVP-ის მთავარ ფავორიტებშია. - Gigantes del basket
ევროლიგის ბოლო ტურამდე სეზონის პირველი ნაწილის MVP-ის კანდიდატების სრული სია Gigantes del basket-ის ვერსიით ასეთია:
1.თორნიკე შენგელია (ვირტუს ბოლონია)
2. მაიკ ჯეიმსი (მონაკო)
3. ფაკუნდო კამპაცო (რეალი)
4. ჩიმა მონეკე (ბასკონია)
5. მათიას ლესორტი (პანათინაიკოსი)
6. შეინ ლარკინი (ანადოლუ ეფესი)
7. დინოს მიტოგლუ (პანათინაიკოსი)
8. კევინ პანტერი (პარტიზანი)
9. ნიკო ლაპროვიტოლა (ბარსელონა)
10. ალეკ პიტერსი (ოლიმპიაკოსი)
🌟 La carrera por el MVP de la Euroliga 2023-24
— Gigantes del Basket (@GIGANTESbasket) December 26, 2023
🔍 Analizamos los principales candidatos a mitad de temporadahttps://t.co/qXW1edmJUs