Belive

თურქეთის საკალათბურთო ნაკრებმა შემადგენლობა გამოაქვეყნა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თურქეთის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევისა და ევრობასკეტის წინასწარი განაცხადი გამოაქვეყნა. მათი შემადგენლობა საკმაოდ მრისხანედ გამოიყურება, სადაც NBA-ს ორ ძლიერ მოთამაშეს ოსმანსა და კორკმაზს ვხედავთ. გარდა ამისა, თურქების ვარსკვლავურ გუნდს ლარკინი და ვილბეკინიც ემატება. ერგინ ათამანის განაცხადში ამომავალი ვარსკვლავი ალფერენ შენგუნიც შევიდა.
View this post on Instagram

Публикация от Türkiye Basketbol Federasyonu (@tbf)

მნიშვნელოვანია ისიც, რომ NBA-ს მოთამაშეებთან ერთად თურქებს ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა - შეინ ლარკინიც გააძლიერებს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის საკალათბურთო გუნდი ევრობასკეტზე A ჯგუფში იასპარეზებს, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ქართულ-თურქული დაპირისპირება კი 4 სექტემბერს, თბილისის დროით - 21:00 საათზე შედგება.
View this post on Instagram

Публикация от FIBA EuroBasket (@eurobasket)

სხვა სტატიები