Belive

თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგაზე გაიმარჯვა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
14 ოქტომბერს ევროლიგის, რიგით მე-3 ტურის შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ, "ფენერბაჰჩე" და "ცსკა" წარსდგნენ. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა - აღსანიშნავია, რომ გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე ჯახი საბოლოოდ, ძირითად დროში ფრედ, ანგარიშით - 69:69 დასრულდა. ოვერტაიმში თორნიკე შენგელიას გუნდმა 8:9 იმარჯვა და საბოლოო შედეგი 77:78 დაფიქსირდა. ქართველი ლეგიონერი პარკეტზე 26 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 8 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მოუტანა. ევროლიგაზე "ცსკა"-ს მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "ალბას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები